5 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები თაკო ჩხეიძე (Geo.Models) და მაკა ყუბუსიძე (Georgian Events) გამართავენ პრესკონფერენციას 2010 წლის 20-24 ნოემბერს დაგეგმილი თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, პრესკონფერენციას დაესწრებიან თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორები და მონაწილე დიზაინერები.