უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები და ბავშვები. ჩარევაც უნდა იყოს იმგვარი, რომ თავად ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს,- ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს აქვს კონტროლის შესაძლებლობა, თუმცა ეს არ ანაცვლებს ომბუდსმენის მხრიდან მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. პაპუაშვილი იმეს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები და ბავშვები. ჩარევაც უნდა იყოს იმგვარი, რომ თავად ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ასე რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, იყოს კონტროლი და მონიტორინგი, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან, იქ არსებულ პირობებზე და მეორე მხრივ, ჩარევა უნდა მოხდეს ისე, რომ ბავშვების ინტერესი არ დაზიანდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მედიის როლიც. ამ საკითხს არ სჭირდება აჟიტირება. უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს და მათთვის სტრესული გარემოს შექმნა არ არის კარგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა