ბელგიის სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება.
ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შარლ გისლენს, ელჩობის ვადა ამოეწურა.
გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ფარგლებში, გისლენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
მინისტრმა ბელგიის სამეფოს ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.