სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები აღშფოთებას გამოთქვამენ ტელეკომპანია "მაესტროს" ოპერატორის, თემურ დოლიაშვილისა და სცენარისტის, დავით ცხომელიძის ცემის ფაქტის გამო.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და დაისაჯონ დამნაშავეები. ისინი მიმართავენ საერთაშორისო და მედიადამცველ ორგანიზაციებს, მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.
სახალხო კრება მოუწოდებს ქართველ ჟურნალისტებს, დაიცვან თავიანთი პროფესიული უფლებები და არ დაუშვან კოლეგებზე ზეწოლა.