ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო გაიხსნა.
ირანის წარმომადგენლობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ევროპის მოედანზე განთავსდა. შენობა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩარ მოთაქიმ გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ირანული და ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 70-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა.