ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
"სინოვაკი" ჩინური წარმოების მეორე ვაქცინაა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა.
გასულ თვეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმი" დაამტკიცა საგანგებო მოხმარებისთვის.
საქართველომ "სინოვაკის" 100 00 დოზა 29 აპრილს მიიღო, ხოლო ქვეყანაში "სინოვაკით" ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.