3-4- ნოემბერს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება, სადაც მან კომპანია "Mიცროსოფტ"-ის ხელმძღვანელობის მიწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით, აზია-წყნარი ოკეანის თავდაცვის საკითხების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თავდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოწვევებსა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი რანგის სამხედრო პირები, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები მონაწილეობდნენ.
გიორგი ბარამიძემ კონფერენციის გაფართოებულ შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ისაუბრა Oომის წარმოების ისტორიაში პირველად -2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონვენციური ომის მეთოდების პარალელურად, როგორ იქნა გამოყენებული რუსეთის მიერ კიბერ ომის წარმოების მეთოდები, რათა ერთის მხრივ, განეხორციელებინა საქართველოს თავდაცვის, სახელისუფლებო, ეკონომიკური და სხვა ინფრასტრუქტურის პარალიზება და მეორეს მხრივ, საქართველოს პოლიტიკური იზოლაციის მიზნით მოეხდინა საქართველოს იზოლირება საერთაშორისო საინფორმაციო სივრცისაგან.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვლა ასევე საქართველოს საპასუხო ნაბიჯებზე და იმ დახმარებაზე, რომელიც საქართველოს ნატო-მ და სხვადასხვა ქვეყნებმა კიბერ შეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად და მომავალში ამგვარი საფრთხისაგან თავის დასაცავად აღმოუჩინეს. აღინიშნა, რომKნატო, როგორც ორგანიზაცია, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს კიბერ უსაფრთხოების სფეროში წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამისი მზაობის უზრუნველყოფას. კიბერ უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნების ეროვნული და გლობალური კიბერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კონფერენციის შემდეგ საქართველოს ვიცე პრემიერ- მინისტრ გიორგი ბარამიძისა და კომპანია "Mიცროსოფტ"-ის საზოგადოების დაცულობისა და ეროვნული უსაფრთხოების დარგში მმართველი დირექტორის ტიმ ბლოექლის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.