"ქართული დასის" ლიდერის, პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივას, ექიმების ანაზღაურების გაზრდის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მიესალმება.
"რატომაც არა. ჩემთვის მხოლოდ მისაღები იქნება შრომის პირობების დ იმ გარემოს გაუმჯობესება, რომელშიც ექიმები მუშაობენ",-აღნიშნავს ურუშაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია ექიმებისთვის პირობები არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც გაუმჯობესდეს, რომ მოხდეს კავლიფიციური სამედიცინო პერსონალის მოზიდვა.
ოპოზიციონერი პარლამენტარის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ექიმებს პაციენტის მომსახურებში სადაზღვეო კომპანიები მხოლოდ 0.30-0.40 ლარამდე უხდიან.
შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა, რომელზეც პარლამენტარებს ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მიაწვდის. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.