დეკემბერში ხონში და აბაშაში ახალი საავადმყოფოები გაიხსნება.
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დაწყების წინ აღნიშნა.
მისი თქმით, საავადმყოფოები "ბლოკ-ჯორჯიასთან" გაფორმებული ახალი კონტრაქტის საფუძველზე შენდება.
"ამ წლის დეკემბერში ხობში და აბაშაში ორი ახლაი საავადმყოფო გაუხსნება. იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორცილდება. თუმცა კომპანიის მიერ აღებულ სხვა ვალდებულებზე ზედამხედველობას ჩვენ გავაგრძელებთ", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხურ კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას", რომელიც "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების" პროგრამის განხორციელებაზე იყო ვალდებული, საქართველოში 120 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 100 ახალი საავადმყოფო აშენებულიყო. თუმცა, აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 71 ობიექტიდან უმეტესობა საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით ჩამოართვეს.