როდესაც ვიყავი პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ამ ინსტიტუტზე მე ვიყავი პასუხისმგებელი, - ეს განცხადება გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, სანამ ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი დავეჯახე კედელს, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების და ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ მე ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში, მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის და ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე“,- თქვა გახარიამ.