"ქართული დასისი" ლიდერი, პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია შრომის, ჯანმრთელებისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ყველა შეჩერებული ჯანდაცვის პროგრამის აღდგენას მოითხოვს.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ჯანდაცვის პროგრამა, ასევე ჩვენ განვიხილავთ ჯანდაცვის სისტემაში ექიმთა მდგომარეობას, რადგან მათ ერთი პაციენტის მომსახურებში სადაზღვეო კომპანიები მხოლოდ 0.30-0.40 ლარამდე უხდიან", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ინიციატივით მიმართავს და მინიმალური პენსიის გაზრდას სარსებო მინიმუმის ზღვრემდე მოითხოვს.
შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში პარალემტში ანტიკრიზისული სხდომა მიმდინარებს, რომელზეც პარლამენტარებს ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მიაწვდის. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.