დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური საქართველოს ენერგეტიკის კონფერენციაში სიტყვით გამოვა.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრებს.
საქართველოს ენერგეტიკის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთგური, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების მინისტრი იონ არიტონი, ბულგარეთის ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი ტრაიკო ტრაიკოვი, BP-ის ევროპულ საქმეთა დეპატამენტის დირექტორი ჰოვარდ ჩეიზი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროსაბჭოს გაფართოების და მეზობლური პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს.