პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.
„ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფომალური ფასიც კი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთასორისო პარტნიორებს.
„შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება. უპირველეს ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარმწუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ