"აჭარის ტელევიზიის" ეთერში გასვლიდან 23 წელი გავიდა. აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის პირველი გადაცემა 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა ეთერში. 1999 წლიდან "აჭარის ტელევიზია" თანამგზავრზე მაუწყებლობს.
არხის პრიორიტეტი საინფორმაციო სამსახურია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ქვეყნისა და რეგიონის ახალ ამბებს ასახვას.
როგორც თავად ტელევიზიაში იუწყებიან, არხზე გადის საავტორო გადაცემები, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა, არხზე გასული კონოპროდუქცია ლიცენზირებულია.
ტელევიზიაში მუდმივად ციკლში მიმდინარეობს მუშაობა არხის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" ტელევიზიის ყველა თაობის თანამშრომელს ულოცავს "აჭარის ტელევიზიის" ეთერში გასვლიდან 23 წელს, უსურვებს წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას.