"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობენ.
ამის შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
"ქრისტიან-დემოკრატებს გვაქვს კონკრეტული, ძალიან შინაარსიანი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და როგორ უნდა ასახოს ამ ბიუჯეტმა კონკრეტული პრობლემების მოგვარება", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსულტაციების დასაწყებად მზად არინ ისეთ სფეროებში პრობლემების მოგვრებაზე, როგორიცაა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების პრობლემების მოგვარება, ასევე საპენსიო რეფორმა.
შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში პარალენტში ანტიკრიზისული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პარლამენტარებს ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მიაწვდის.
სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.