ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი წეროვანში ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა. საუბრის თემა იყო დევნლთა მდგომარეობა, მათი დაბრუნების უფლებები, განათლების საკითხები, ინტეგრაცია და მომავალი თანამშრომლობა თანამშრომლობა.
ეუთოს უმაღლემა კომისარმა და მინისტრმა წეროვანის დასახლება და საჯარო სკოლა დაათვალიერეს და დევნილ ბავშვებსაც გაესაუბრნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დონორები შესრულებულ სამუშაოებს თავად აფასებენ, რაც მათთვის შემდგომი ურთიერთობისთვის დამატებითი მოტივაციაა: „დონორი ორგანიზაციები ხედავენ, საქართველოს ხელისუფლებამ რა სამუშაოები შეასრულა დევნილი ოჯახების დასაკმაყოფილებლად და უმოკლეს ვადებში როგორი პროგრესი გვაქვს. ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაციიაა მათთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარონ. რეგიონებში საცხოვრებელი ფართით სანამ ყველა დევნილი ოჯახი არ დაკმაყოფილდება, არ გავჩერდებით. ამ ყველაფერს დონორები ხედავენ და აფასებენ. იმასაც ხედავენ, რომ თითიოეული კაპიკი მიზნობრივად იხარჯება, რაც მათ მეტ მოტივაციას აძლევთ."
ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკის წეროვანის საჯარო სკოლაში ინგლისურის გაკვეთილსაც დაესწრო და დევნილ მოსწავლეებს ინგლისურადაც გაესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი დევნილების მდგომარეობის გაცნობა იყო და აღნიშნა, რომ მათი დავრუნების უფლება ძალიან აღელვებს: „საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანი იყო დევნილების მდგომარობას გავცნობოდი და მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი განმეხორციელებინა. ჩასული ვიყავი სამხრეთ ოსეთში - ცხინვალში, ახალგორში, სადაც შესაძლებლობა მომეცა ადგილზე გავცნობოდი სიტუაციას. ყველა ეთნიკური წარმომავლოდბის ადამიანის უფლებები მაღელვებს, მაგრამ ასევე მაღელვებს დევნილების უფლებები, მათი საკუთრების უფლება, მათი დაბრუნების უფლება და ვეცდები ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მთი დაბრუინების პროცესს".