ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში, ძალიან სახიფათო გამოსვლა ჰქონდა ყოფილ-პრემიერს, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
„დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად გაყოფა ამ ქვეყანაში ჯერ არავის გაუბედავს! ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა, და სინამდვილეში სწორედ დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაბრძოლების უსუსური მცდელობა ყოფილი, თუ სულით და გულით პოლიციელად დარჩენილი კაცისგან .
— დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი!
— დემოკრატია ძლიერ, ნდობით აღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება!
— ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგული ინსტიტუტების შედეგია!
— შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების!
კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა.
2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით", - წერს ხიდაშელი.