არასოდეს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, არც მომავალში ვიქნები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არასოდეს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე - არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია გაიმართა. პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.