ამასთან ერთად, მინდა, დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.