ცნობილ ქართველ მსახიობს, ლია ელიავას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.
მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ლია ელიავა 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს.
1955 წლიდან კინოსტუდია ლია ელიავა "ქართული ფილმის" მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე, ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.
მონაწილეობდა ფილმებში - "ბაში-აჩუკი", "მამლუქი", "დათა თუთაშხია", "მე ვხედავ მზეს", "შეწყვეტილი სიმღერა", "ქალის ტვირთი" და სხვა.
ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს.