საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ბაქოს "მსოფლიოს თასზე" წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. უკვე მე-5 დღეა, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა თბილისში, სასტუმრო "ბატესტაშია" დაბანაკებული და საერთაშორისო ტურნირისთვის დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ემზადება. ტოტიკაშვილმა აზერბაიჯანში წასაყვანად 18 ძიუდოისტი გაამზადა. ბაქოში გუნდს ამირან ტოტიკაშვილი და გურამ მოდებაძე ჩაიყვანენ. "მსოფლიოს თასი" 10-11 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები
60 კგ
ამირან პაპინაშვილი
სოსო ნიჟარაძე
66 კგ
სანდრო იაკობაშვილი
გიორგი ფერსაშვილი
ლევან ჩუბინიძე
73 კგ
ზაზა კედელაშვილი
მიხეილ ხომიზური
დავით კუპრაშვილი
81 კგ
ხვიჩა ხუციშვილი
90 კგ
გრიგოლ მამრიკიშვილი
საბა გავაშელიშვილი
ზვიად გოგოჭური
მინდია ბოდაველი
100 კგ
ირაკლი ცირეკიძე
ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ
ადამ ოქრუაშვილი
ალექსი დავითაშვილი
ლაშა გუჯეჯიანი
მთავარი მწვრთნელი: ამირან ტოტიკაშვილი