ლენინის მავზოლეუმი დროებით დაიხურა.
ამის შესახებ "ინტერფაქსს" უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა ვიქტორია ბოგომოლოვამ განუცხადა.
მისი განმარტებით, მავზოლეუმის დახურვა ხალხის ერთობის დღეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვში დღეს აღინიშნება. აღნიშნულის გამო წითელ მოედანზე რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ლენინის მავზოლეუმი 8 ნოემბერს ისევ გაიხსნება.