პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პირადად მისთვის მოუნელებელია, რაც გიორგი გახარიამ 20 ივნისს ჩაიდინა.
მისივე თქმით, გახარიას პარტიას ექნება თუ არა პერსპექტივა, ეს ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება.
"ჩემთვის, პირადად არის მოუნელებელი ის, რაც მან ჩაიდინა 20 ივნისს, როდესაც აქედან პარლამენტიდან ვარაზის ხევამდე თარეშით დასდევნენ ხალხს და სისხლის კალო მოაწყო, დღემდე არ აუხსნია და ბოდიში არ მოუხდია, თუმცა ეს არის ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ხალხის დამოკიდებულება როგორი არის და როგორი იქნება ოპოზიციონერი გახარიასადმი, ამას ყველა ოქტომბერში ვნახავთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.