საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების"აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელოვნურად შექმნილი კრიზისით თავად შეიყვანა ჩიხში საკუთარი პარტია.
"ნაცმოძრაობა" ჩიხურ სიტუაციაშია, აქედან გამომდინარე ისინი ფიქრობენ რაღაც შუალედურ გამოსავალზე - რა მესიჯბოქსი დაალაგონ ერთ ან მეორე შემთხვევაში. მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილი კრიზისით თავად შეიყვანეს ჩიხში საკუთარი პარტია", - განაცხადა მდინარაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.