საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ფინანსებთან დაკავშირებით. თუ საზოგადოებას ინფორმაციას ისინი არ მიაწვდიან, ჩვენი ვალია, ამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნამახვანჰესის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როცა საპროტესტო აქცია ფინანსდება, ის შეიძლება იყოს ლეგიტიმური, თუმცა მის უკან არის რაიმე ნიშნები, შესწავლა შეიძლება.
„ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა, თბილისის პარალიზებაზე იყო გაუგონარი მესიჯი, რომელსაც არ ექნება მხარდაჭერა საზოგადოებაში. ეს იყო არასწორი გზავნილი და ამის გამო საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქციები. ვიცით, რომ არის დაფინანსებული, მართული. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არის სერიოზული კომერციული და პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ფინანსებთან დაკავშირებით. თუ საზოგადოებას ინფორმაციას ისინი არ მიაწვდიან, ჩვენი ვალია, ამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებს მოუწიათ უკან დახევა და ისინი აღარ გეგმავენ აღარც თბილისის პარალიზებას და 26 მაისს ალტერნატიული აქციის ჩატარებას. საბოლოო ჯამში უკან დაიხიეს, რაც სწორია.