ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ხელშეკრულება ითვალისწინებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სფეროში სასწავლო დისციპლინების, პროგრამებისა და კვლევების განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უზრუნველყოფს თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, ტრეინინგებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არიან ტომბე მოაწერენ.
ხელმოწერის ცერემონია უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, 1-ელ სართულზე, მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.