"წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება, გაუცვდეთ, - განაცხადა "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, პარლამენტარმა დავით ზილფიმიანმა.
ის შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღდეგია.
"წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება, გაუცვდეთ, ან წაუკითხვადი გაუხდეთ. მაგალითად, გლეხს, ან ვინც მარტენის ღუმელთან არის. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირების, მაგრამ სანამ ეს იქნება, შესაძლებელია ერთიანი, როგორც ვთანხმდებით ID ბარათებით მოხდეს ხმის მიცემა“,- განაცხადა ზილფიმიანმა პარლამენტში გამოსვლისას.