არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოს ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ასევე გლობალურად, შემთხვევების ზრდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, არის მეტი ყურადღება რეკომენდაციების დაცვაზე
„პროგნოზი არის ასეთი, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ყველგან თანდათან ნელი ტემპით მოიკლებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოს ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ასევე გლობალურად, შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, არის მეტი ყურადღება რეკომენდაციების დაცვაზე. პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და აცრა“,- თქვა გამყრელიძემ.