32 წლის ლაშა აბრამიშვილი, რომელიც ეგვიპტეში ბედუინის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლომ გაამართლა, სამშობლოში დაბრუნდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეგვიპტის სასამართლოს მიერ განთავისუფლებული საქართველოს მოქალაქის გადაყვანა ქაიროში მოხდა, რის შემდეგაც მას საშუალება მიეცა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან გასაუბრების, ასევე ტელეფონით ოჯახის წევრებს დაუკავშირდა.
32 წლის აბრამიშვილს, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დიპლომატიური არხების საშუალებით არსებული ინციდენტი დადებითად გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტურმა მხარემ ბედუინის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დააკავა.