პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციასა და აქციის მონაწილეების პირობებს გამოეხმაურა. კუჭავას თქმით, ულტიმატუმების ენაზე საუბარი სწორი არ არის და მნიშვნელოვანია. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც განსაზღვავს, თუ რა პოლიტიკა ექნება სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
"არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი ამ პროცესში კონკრეტულად ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია, 12 საათამდე იქნება ეს მანამდე თუ მერე.
ფაქტი ერთია, რომ ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ, ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოსთვის ზედმეტი ზიანის ხარჯზე",- თქვა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანეჰსის წინააღმდეგ პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადმონაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნების შესასრულებალდ დრო 12 საათამდე მისცეს, დღეს ისინი მსვლელობას და ქუჩების პიკეტირებას აპირებ