თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს. ასე უპასუხა კალაძემ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმს.
"რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს ის რესურსები გამოყენებული, რაც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.