ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები Covid-19-ის ინდური შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტიანია. იუწყება The Guardian-ი.
შედეგების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 88%-ით ეფექტიანია, AstraZeneca კი – 60%-ით.
სპეციალისტების თქმით, ამ ორ ვაქცინას შორის ეფექტიანობის სხვაობა იმით არის განპირობებული, რომ AstraZeneca-ს მეორე დოზა ადამიანის ორგანიზმში Pfizer-ზე ნელა აქტიურდება და მისი სრული ეფექტიანობის გააქტიურებას მეტი დრო სჭირდება.
"კვლევებით მტკიცდება, რომ ამ ორი ვაქცინიდან ნებისმიერის ორი დოზის მიღება იცავს B.1.617.2 ვარიანტის (ინდური შტამი) სიმპტომური დაავადებისგან და, სავარაუდოდ, ვაქცინები კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით,"– ამბობს ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის ხელმძღვანელი.