დღეს, 4 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება პირველი საერაშორისო კონფერენცია "სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში". ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, შრომის საერთაშოროსო ორგანიზაციის, ებერტის ფონდის, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის, პროფესიული კავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის წარმოამდგენლები.
საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის და ჯანდაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და წარმოამდგენლები, სახალხო დამცველი, დამსაქმებელთაAასოციაციის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
საერთაშორისო კონფერენციის განხილვის თემები იქნება: შრომის სტანდარტები და კანონმდებლობა საქართველოში, ევროკავშირის სოციალური მოდელი და დამოკიდებულება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მიმართ.