დღეს, 4 ნოემბერს, ცნობილ ქართველ ენათმეცნიერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მიხეილ ქურდიანს დაკრძალავენ. მიხეილ ქურდიანს, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, სამთავროს ეკლესიაში დაკარძალავენ.
მიხეილ ქურდიანი 31 ოქტომბერს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქურდიანი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა "საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას", "საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებას", "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას", რედაქტორობდა ქართულ-ინგლისურ სამეცნიერო გამოცემებს.
1973-2005 წლებში მიხეილ ქურდიანს გამოქვეყნებული აქვს 206 სამეცნიერო ნაშრომი.
იგი ფლობდა იბერიულ-კავკასიურ, სემიტურ, ინდო-ევროპულ და ძველი აღმოსავლეთის მკვდარ ენებს.
2004 წელს მიხეილ ქურდიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებშიც მონაწილეობდა.