ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში pfizer-ი. თუმცა ზაფხულში pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.
"ხშირად ჯანდაცვის სამინისტრო კრიტიკის ობიექტი და მსხვერპლი ხდება. მნიშვნელოვანია, როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, ორივე მხარის ინტერესი იყოს დაცული. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაჟღეროთ თუ ზუსტად როდის შემოვა ქვეყანაში pfizer-ი. თუმცა ზაფხულში pfizer-ი ჩვენ აუცილებლად გვექნება.
მე მექნება ერთი თხოვნა, ხშირია სპეკულაციები, ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიიღეს pfizer-ის ვაქცინა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად ამოწმებს ამ ინფორმაციას და ეს სიმართლეს არ შეესაბამება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.