"ჩემი აზრით, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა", - აცხადებს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
მისი განმარტებით, რაიმეს დადგენა ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება
"ჩვენ ვიცით და დადგენილია, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რა დარღვევები იყო არჩევნების პროცესში. ამიტომ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დასკვნებზე და შარლ მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები მივიღოთ თვისობრივად, ხარისხობრივად სხვანაირი და არა ის, რომ დრო ვკარგოთ გამოძიებაზე, სადაც რაიმეს დადგენა ამ ეტაპზე, ჩემი შეხედულებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ამიტომ არ ვიმონაწილებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში", - განაცხადა სამადაშვილმა.