ტელეკომპნია "მაესტროს" ოპერატორს, თემურ დოლიაშვილს, დაუდგენელმა პირებმა თავის არეში ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
იგი ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, შესაძლოა, დოლიაშვილზე თავდასხმა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა განახორციელეს, თუმცა მათ ამის მტკიცებულება არ გააჩნიათ.