დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. აცრა კალაძემ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერი "ფეისბუქზე" წერს.
კახა კალაძის თქმით, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
"უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს "სინოფარმით" ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში", - წერს კახა კალაძე.