ჩინური წარმოების "სინოვაკით" ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, "სინოვაკით" აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.
"სინოვაკით" ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს. "სინოვაკი" ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომლიც დადებითად ახასიათებს "სინოვაკის" შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას, ასევე ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა. "სინოვაკით" ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.