ხვალ, 4 ნოემბერს, საქართველოში რუსული კინოს ფესტივალი გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება, როგორც ადრინდელი, ისე ახალი ნამუშევრები. ფესტივალს ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კრიტიკოსები დაესწრებიან.
ფესტივალი ოთხ დღეს გაგრძელდება. წარმოდგენილი იქნება 31 ფილმი.
ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება იქნება მნიშვნელოვანი წვლილი სახალხო დიპლომატიაში.
ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავს ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში "დიდი იმედებითა და ფარული კმაყოფილებით" გაემგზავრება.
გაიმართება ასევე ცნობილი რეჟისორის სერგეი სოლოვიოვის ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი "ისტორიის საშინელი პარადოქსი იყო".