"MTV-სთან მოლაპარაკებებს საქართველოს კულტურის სამინისტრო არ აწარმოებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში როკკონცერტების სერიის გამართვის იდეა თავად MTV-ის ხელმძღვანელობისგან მოდის, თუმცა ვისთან აწარმოებენ ისინი მოლაპარაკებებს, მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ MTV-ს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს, რომლის თანახმადაც, ჩვენს ქვეყანაში ცნობილი როკმომღერლების შესრულებით გრანდიოზული კონცერტები გაიმართება