ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანია Sinovac-მა თურქეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის CoronaVac-ის წარმოების ლიცენზია გადასცა. ამის შესახებ Sinovac-ის პრეზიდენტმა ინ ვეუდუნმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ვაქცინის წარმოების ლიცენზია, თურქეთის გარდა კიდევ 4 ქვეყანას გადასცა. ამიერიდან CoronaVac-ის წარმოება თურქეთს, ინდონეზიას, ბრაზილიას, მალაიზიასა და ეგვიპტეს შეეძლება.
SinoVac-ის პრეზიდენტის თქმით, კომპანიამ ხუთივე ქვეყნას ვაქცინების გარკვეული დოზა გადასცა, მაგრამ იმუნიზაციის პროგრამის განსახორციელებად ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ ფონზე წარმოების ლიცენზიის გაცემა გადაწყდა.
Sinovac-ი კერძო ჩინური კომპანიაა, რომლის ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება СoronaVac-ია. ვაქცინაზე მუშაობა Sinovac-მა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - ბრაზილიაში, ინდონეზიაში და თურქეთში. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცა ჯერ კიდევ მსჯელობს Sinovac-ის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე, რომელის შედეგების გამხელას უახლოეს მომავალშ მოელიან.