თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა აქციის გადავადება და რეალურად ასეც მოხდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დამარცხდა ბრძოლაში, რომელსაც პარლამენტის საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისის შექმნა ერქვა.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა აქციის გადავადება და რეალურად ასეც მოხდა. მათ ხალხის მობილიზაციის არავითარი რესურსი არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი“, – განაცხადა კობახიძემ.