„ისინი ინდულგენციის მოპოვებისთვის იბრძვიან ამნისტიის ფარგლებში", აცხადებს ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.
მისი განმარტებით, მას არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მოუნდება მაშინ, როცა მისი ძალა იქნება იქნებით ხელისუფლებაში.
"რა წილით ვიქნებით წარმოდგენილი ხელისუფლებაში, კოალიციის ფარგლებში თუ ა.შ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ აუცილებლად რომ ვიქნებით, ეს ზუსტად ვიცი.
მე არავის მინდა ვუსურვო და ყველაფერს გავაკეთებ, არავინ მოხვდეს ციხეში, განსაკუთრებით უდანაშაულო ადამიანი. თუნდაც სამოხელეო დანაშაულზეც ადამიანი ვფიქრობ, რომელიც რეჟიმს დაემორჩილა, შესაძლებელია არ მოხვდეს, მაგრამ ციხეში არ მოხვედრა და პასუხისმგებლობის მთლიანად თავიდან აცილება ვინმესთვის - ეს სხვადასხვა საკითხია. მე არასდროს მინდა ციხეში წარმოვიდგინო ბატონი ანზორ ჩუბინიძე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ანზორ ჩუბინიძემ, რა თქმა უნდა, მინიმუმ მორალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის დროზე ისე, რომ ის ციხეში არ მოხვდეს. გულშემატკივარი ვიქნები, რომ არ მოხვდეს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ისევე, როგორც სხვებმა, როგორც ჩანს, ბატონმა გახარიამაც. ბატონმა გახარიამაც უნდა აღიაროს, რომ მინიმუმ ის შეცდა, მოინანიოს ის რაც მან გააკეთა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციხის კარი უნდა გავუღოთ.
ყასიდად არ უნდა ვისაუბროთ თანხმობაზე ქვეყანაში დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის და სინამდვილეში ადამიანებს ციხის კარებს უღებდე. უნდა მოხდეს და აუცილებლად მოხდება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მაქსიმალური ურთიერთგაგება დაპირისპირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამას ხელს შეუწყობს სამართლიანი პოლიტიკური საარჩევნო სისტემა. მერე, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა ყველაფერი იქნება სისტემაში მოყვანილი“, - აცხადებს ნიკა მელია.