სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა.
მისი თქმით, პარტიას ოფიციალური განცხადებით დღეს, 12 მაისს მიმართა.
"გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი, შევთანხმდით, მისთვის [ნიკა მელიასთვის] გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია, ჩვენ ვრჩებით რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე "ნაციონალურ მოძრაობას" იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ", - თქვა სამადაშვილმა.