2010 წლის ბოლომდე, ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, 3 მლნ. 430 ათასი ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული საბიუჯეტო თანხებიდან, 2 მლნ. 800 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშოებს მოხმარდება.
400 ათასი ლარი ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების, ზღვისპირა ბილიკისა და მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მოხმარდება. ხოლო 230 ათასი ლარი სცენის გახმოვანებისა და განათების სისტემის, სკამებისა და გათბობის სისტემის შეძენისათვის დაიხარჯება.