საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთავარია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მკაფიოდ განაცხადა კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მთავარია საპარლამენტო რეჟიმში მუშაობა და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. რადიკალურ პარტიებს სურთ, საკუთარი დესტრუქციული დამოკიდებულება აჩვენონ ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ.
რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ვხედავთ, რომ ერთმანეთთან აქვთ მკვეთრი და მწვავე დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია, რადგან ზღვარი იცვლება რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა. ნიკა მელიას გირაოს გადახდით არაფრის ლუსტრირება არ მომხდარა, მელია რაც იყო, ის დარჩა – არის პოლიტიკური კრიმინალი, შესაბამისად, შეუძლია, თავისი გეგმები ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფოს ექნება თავისი გეგმები ყველას მიმართ, მათ შორის პოლიტკრიმინალების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.