საქართველოში Sinovac-ის პრეპარატის გამოყენება მომდევნო კვირიდან გახდება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ Sinovac-ი განიხილა ჯანმოს ექსპერტების საბჭომ და შუალედური დასკვნა, რომელიც პრეპარატთან დაკავშირებით არსებობს და მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არის საკმაოდ კეთილსაიმედო.
"ისე როგორც ეს მოხდა Sinopharm-ის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე დღით დავასწარით ვაქცინაციის დაწყება ჯანმოს მიერ ავტორიზაციას. ამ შემთხვევაშიც ვაქცინაციის საბჭოც და ექსპერტების ჯგუფი, ცალსახად უჭერს მხარს, Sinovac-ის დოზები გამოვიყენოთ. დღეს 100 მილიონზე მეტია მსოფლიოში აცრილი, 30 ქვეყანაში ავტორიზებული. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და მომავალი კვირიდან შესაძლებელია Sinovac-ის რეგისტრაციაზე და მის გამოყენებაზეც ვისაუბროთ, თუკი მთავრობა დაეთანხმება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს ვაქცინაციის საბჭომ გასცა", - განაცხადა "დღის კურიერში" გაბუნიამ.