ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს არ გამოყენებას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილისაგან, საოცარი უტიფრობის დემონსიტრირებაა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის არგუმენტები აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი იყო.
“რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის დემონსტრირება საოცარი შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის უტიფრობის. ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც. რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო რომ ამის გამო საკამათო რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ