ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმი" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. იუწყება სააგენტო "ფრანს პრესი".
ეს არის პირველი ჩინური წარმოების ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა.
ავტორიზაციის მიღების შემდეგ, სინოფარმი კოვაქს პლატფორმაზეც განთავსდება.
საქართველოში "სინოფარმის" პრეპარატით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო. "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.
31 დეკემბერს, ჩინეთმა სინოფარმის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ფარმაცევტული კომპანია სინოფარმის განცხადებით, მესამე ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა განაცხადა, რომ ვაქცინა 86%-ით ეფექტური აღმოჩნდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროები პირველი ქვეყანა იყო, ჩინეთს გარეთ, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის სექტემბერში დაამტკიცა.